ჩემს გარშემო
გამოგვყევი

2018-03-09

ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით,  ღორი ტაბუირებული ცხოველია თუშეთში. ამიტომ მისგან დამზადებული საკვები პროდუქტის ატანა და ჭამა თუშეთის ტერიტორიაზე მიუღებელია ადგილობრივებისათვის და აღიქმება მათი წეს-ჩვეულებების უპატივცემულობად.

2018-03-09

ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით თუშეთში არსებული ჯვარ-ხატების ტერიტორიებზე მანდილოსნების (დედათა წესის ასაკის) შესვლა არ შეიძლება.

2018-03-09

თუშეთში არ არის საზოგადოებრივი მომსახურების ობიექტები: ავტოგასამართი სადგური, ბენზინგასამართი სადგური,  აფთიაქი, სილამაზის სალონი, ბანკი/ვალუტის გადასახურდავებელი სალაროები.


ინფორმაცია ტრანსპორტის შესახებ

ქ. თბილისის ორთაჭალისა და ნავთლუღის ავტოსადგურებიდან, სოფელ ქვემო ალვანის მიმართულებით მოძრაობს მიკროავტობუსი (ნავთლუღიდან 15:20 სთ; ორთაჭალიდან 09:00 სთ და 16:20 სთ, ასევე, კერძო ტაქსები ისანის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან, ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე. ქვემო ალვანის ცენტრიდან, ყოველდღიურად გადიან მაღალი გამავლობის კერძო ტაქსები თუშეთის ეროვნული პარკის მიმართულებით.

ავტომობილისთვის საჭირო დრო

თბილისიდან ქვემო ალვანამდე მანძილი არის დაახლოებით 115 კმ (გომბორის გავლით), ავტომოვილით მანძლის დაფარვას საშუალოდ სჭირდება 2 სთ. ქვემო ალვანიდან ომალომდე მანძილი დაახლოებით 80 კმ-ია, ამ მანძლის დაფარვას კი საშუალოდ 4 სთ სჭირდება.

მანძილი თბილისიდან

ქ. თბილისიდან თუშეთის ეროვნულ პარკამდე მანძილი დაახლოებით 195 კმ-ია, მანძლის ავტომობილით დაფარვას საშუალოდ სჭირდება 6 სთ

მანძილი ბათუმიდან

ქ. ბათუმიდან თუშეთის ეროვნულ პარკამდე მანძილი დაახლოებით 521 კმ-ია, მანძლის ავტომობილით დაფარვას საშუალოდ სჭირდება 11 სთ და 30 წთ

მანძილი ბორჯომიდან

ქ. ბორჯომიდან თუშეთის ეროვნულ პარკამდე მანძილი დაახლოებით 352 კმ-ია, მანძლის ავტომობილით დაფარვას საშუალოდ სჭირდება დაახლოებით 8 სთ.

მანძილი თელავიდან

ქ. თელავიდან თუშეთის ეროვნულ პარკამდე მანძილი დაახლოებით 105 კმ-ია, მანძლის ავტომობილით დაფარვას საშუალოდ სჭირდება 4 სთ და 30 წთ.

მანძილი ქუთაისიდან

ქ. ქუთაისიდან თუშეთის ეროვნულ პარკამდე მანძილი დაახლოებით 370 კმ-ია, მანძლის ავტომობილით დაფარვას საშუალოდ სჭირდება 9 სთ

მანძილი გორიდან

ქ. გორიდან თუშეთის ეროვნულ პარკამდე მანძილი დაახლოებით 272 კმ-ია, მანძლის ავტომობილით დაფარვას საშუალოდ სჭირდება 7 სთ და 30 წთ

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა