ჩემს გარშემო
გამოგვყევი

2018-03-09

ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით,  ღორი ტაბუირებული ცხოველია თუშეთში. ამიტომ მისგან დამზადებული საკვები პროდუქტის ატანა და ჭამა თუშეთის ტერიტორიაზე მიუღებელია ადგილობრივებისათვის და აღიქმება მათი წეს-ჩვეულებების უპატივცემულობად.

2018-03-09

ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით თუშეთში არსებული ჯვარ-ხატების ტერიტორიებზე მანდილოსნების (დედათა წესის ასაკის) შესვლა არ შეიძლება.

2018-03-09

თუშეთში არ არის საზოგადოებრივი მომსახურების ობიექტები: ავტოგასამართი სადგური, ბენზინგასამართი სადგური,  აფთიაქი, სილამაზის სალონი, ბანკი/ვალუტის გადასახურდავებელი სალაროები.


გაითვალისწინეთ

 მარშრუტზე გასვლის შესათანხმებლად მიმართეთ თუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას

 სასურველია უხეში ქსოვილის შარვლისა და მაღალყელიანი ფეხსაცმელის ჩაცმა

 თან იქონიეთ საველე საკვები და წყალი;

 ტურისტული სეზონი გრძელდება ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით

 ტურისტული სეზონის განმავლობაში შესაძლებელია შეხვდეთ მეცხვარის ძაღლებს

 სოფ. ქვემო ალვანიდან ომალომდე გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანით;

 ნიამორებზე დაკვირვება შესაძლებელია მთელი სეზონის განმავლობაში;

 ტურისტული სეზონის განმავლობაში შესაძლებელია შეხვდეთ მეცხვარის ძაღლებს.

 

ვიზიტორთათვის დაშვებულია

 მონიშნულ ბილიკზე ცხენით ან ფეხით გადაადგილება

 სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა სპეციალური ნებართვით

 საპიკნკე და საკარვე ადგილებით სარგებლობა

 კოცონის დანთება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში

 ფოტო და ვიდეო გადაღება, ხატვა ველურ ბუნებაში

 ფრინველებზე, ცხოველებსა და ბუნებაზე დაკვირვება

 არსებულ გზებზე სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება

 

ვიზიტორებს ეკრძალებათ

 ნადირობა, ცეცხლსასროლი იარაღისა და სხვა ისეთი მოწყობილობების

 შეტანა, რაც საფრთხეს უქმნის გარემოს

 შინაური ცხოველების თანხლება

 ვანდალური მოქცევა ბუნებისა და ინფრასტრუქტურისადმი, ხეებზე, კლდეებსა და ქვებზე წარწერების გაკეთება

 გარემოს დაბინძურება

 ხეებზე და კლდებზე ასვლა, კლდის კიდესთან მიახლოვება ნახევარ მეტრზე ახლოს

 სპეციალური ნებართვის გარეშე ბუნებრივი და კულტურული მასალის შეგროვება;

 საქართველოსათვის უცხო ცოცხალი ორგანიზმების შეყვანა და გავრცელება

 შეზღუდული ხედვის პირობებში (ნისლი, მაღალი ბუჩქნარი ან ბალახი) სწრაფი გადაადგილება

 ჰელისკი

 ყვირილი და ხმამაღალი საუბარი

 ჯვარ-ხატის ტერიტორიაზე შესვლა

112
გადაუდებელი
დახმარების ნომერი

მასალები

მედია

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა