ჩემს გარშემო
გამოგვყევი

2018-03-09

ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით,  ღორი ტაბუირებული ცხოველია თუშეთში. ამიტომ მისგან დამზადებული საკვები პროდუქტის ატანა და ჭამა თუშეთის ტერიტორიაზე მიუღებელია ადგილობრივებისათვის და აღიქმება მათი წეს-ჩვეულებების უპატივცემულობად.

2018-03-09

ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით თუშეთში არსებული ჯვარ-ხატების ტერიტორიებზე მანდილოსნების (დედათა წესის ასაკის) შესვლა არ შეიძლება.

2018-03-09

თუშეთში არ არის საზოგადოებრივი მომსახურების ობიექტები: ავტოგასამართი სადგური, ბენზინგასამართი სადგური,  აფთიაქი, სილამაზის სალონი, ბანკი/ვალუტის გადასახურდავებელი სალაროები.


დართლო-კვავლო

2 დღე
38 კმ
მარშრუტი: მარშრუტი იწყება ვიზიტორთა ცენტრიდან და ომალოს გავლით ადის პირიქით-გომეწრის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილ – ღელეზე, საიდანაც კავკასიონის მთათა სისტემის ულამაზესი ხედები იშლება. უღელტეხილი ღელედან ბილიკი მიუყვება წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ ფერდობს დართლოს მიმ
ღირსშესანიშნაობები: ომალო,დართლო,ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები
სეზონი:
ზაფხული შემოდგომა
სირთულის დონე: საშუალო

დღე1

ვიზიტორთა ცენტრი - სოფელი ზემო ომალო - ომალოს ისტორიული უბანი - კესელო და ეთნოგრაფიული მუზეუმი - ქუე - უღელტეხილი ღელე - სოფელი დართლო.

მარშრუტი იწყება ვიზიტორთა ცენტრიდან, გაივლის სოფელ ომალოს და ეშვება ქუეში - პირიქითის, გომეწრისა და ჩაღმის თემების გასაყარ მინდორზე. აქედან წითელთის ფიჭვნარი ფერდობის საცხენოსნო ბილიკით ადის პირიქით-გომეწრის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე - საყრილობო ღელეზე, რომლის ძირში მდებარე პატარა ველი ოდითგანვე იყო თუშეთის ოთხივე თემის საყრილობო ადგილი.

ამ ველიდან გზა  მიუყვება წყალგამყოფი ქედის ჩრდილო ფერდობს უღელტეხილისაკენ დართლოს მიმართულებით. სოფელი დართლო თუშეთში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია თავისი არქიტექტურული ანსამბლითა და საერთო ლანდშაფტით.

ღამის გათევა შესაძლებელია სოფელ დართლოს საოჯახო სასტუმროებში. სოფლის სიახლოვეს შესაძლებელია კარვების გაშლა.

დღე2

სოფელი დართლო - სოფელი დანო - სოფელი კვავლო - სოფელი დართლო - უღელტეხილი ღელე - ქუე - ბუცეს ხედი - ვიზიტორთა ცენტრი

სოფელ დართლოდან სამანქანო გზა ადის სოფელ დანოში, საიდანაც გადადის სოფელ კვავლოში. ბილიკს გადმოჰყურებს კვავლოს პირამიდის ფორმის სახურავიანი კოშკი. სოფელი გაშენებულია კლდოვანი მთის კალთებზე. უბნები დაკავშირებულია ქვით ამოშენებული ბილიკებითა და გაჭრილი გასასვლელებით. 

კომენტარები

მოგონებები

მოგონებები
1 2 3
ყველას ნახვა

მსგავსი ტურები

ვიზიტორთა ცენტრი

1 დღე
პანორამული გადასახედი ფიჭვის ტყე

კესელო-ქუე

1 დღე
სოფელი ომალო კესელო ეთნოგრაფიული მუზეუმი

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა