ჩემს გარშემო
გამოგვყევი

2018-03-09

ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით,  ღორი ტაბუირებული ცხოველია თუშეთში. ამიტომ მისგან დამზადებული საკვები პროდუქტის ატანა და ჭამა თუშეთის ტერიტორიაზე მიუღებელია ადგილობრივებისათვის და აღიქმება მათი წეს-ჩვეულებების უპატივცემულობად.

2018-03-09

ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით თუშეთში არსებული ჯვარ-ხატების ტერიტორიებზე მანდილოსნების (დედათა წესის ასაკის) შესვლა არ შეიძლება.

2018-03-09

თუშეთში არ არის საზოგადოებრივი მომსახურების ობიექტები: ავტოგასამართი სადგური, ბენზინგასამართი სადგური,  აფთიაქი, სილამაზის სალონი, ბანკი/ვალუტის გადასახურდავებელი სალაროები.


კესელო-ქუე

1 დღე
13 კმ
მარშრუტი: წრიული მარშრუტი იწყება და მთავრდება ვიზიტორთა ცენტრთან. ბილიკი გაივლის სოფელ ომალოს და ჩადის ქუეში.
ღირსშესანიშნაობები: სოფელი ომალო,კესელო,ეთნოგრაფიული მუზეუმი
სეზონი:
ზაფხული შემოდგომა
სირთულის დონე: მარტივი

დღე1

წრიული მარშრუტი იწყება და მთავრდება ვიზიტორთა ცენტრთან. ბილიკი გაივლის სოფელ ომალოს და ჩადის ქუეში.

მარშრუტი იწყება თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრიდან და სოფელ ზემო ომალოს გავლით მიემართება კესელოს ციხისაკენ, სადაც ვიზიტორი დაათვალიერებს ციხესა და ეთნოგრაფიულ მუზეუმს. ქუეს მინდვრიდან (სოფელ ომალოსთან ფიჭვნარი ტყით გარშემორტყმული ტერიტორია) შესაძლებელია ნიამორებზე და მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება. კესელოს ციხეში ფუნქციონირებს კულტურულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი (შესვლა უფასოა, თუმცა იქვე დგას შესაწირი ყუთი), რომელიც თუშეთის შესახებ მეტად საინტერესო ექსპონატებს სთავაზობს დამთვალიერებელს.

მოგზაურობა სასურველია დღის მეორე ნახევარში, რადგან ქუეს გადასახედიდან ნიამორების დანახვის ალბათობა უფრო მეტად მაღალია საღამოს საათებში (17:00 – 19:00 სთ). ამ დროს ნიამორები საკვებად გამოდიან ღია ადგილებში და ადვილად შეიძლება დურბინდით მათზე დაკვირვება. ნიამორების გარდა, შესაძლებელია იშვიათი მტაცებელი და ლეშიჭამია ფრინველების დანახვა. მარშრუტზე სასმელი წყალი ხელმისაწვდომია სოფელ ქვემო ომალოს სათავეზე და სოფელ ზემო ომალოში.

კომენტარები

მსგავსი ტურები

ვიზიტორთა ცენტრი

1 დღე
პანორამული გადასახედი ფიჭვის ტყე

დიკლო

2 დღე
შენაქო დიკლო აგუერთა

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა