ჩემს გარშემო
გამოგვყევი

2018-03-09

ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით,  ღორი ტაბუირებული ცხოველია თუშეთში. ამიტომ მისგან დამზადებული საკვები პროდუქტის ატანა და ჭამა თუშეთის ტერიტორიაზე მიუღებელია ადგილობრივებისათვის და აღიქმება მათი წეს-ჩვეულებების უპატივცემულობად.

2018-03-09

ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით თუშეთში არსებული ჯვარ-ხატების ტერიტორიებზე მანდილოსნების (დედათა წესის ასაკის) შესვლა არ შეიძლება.

2018-03-09

თუშეთში არ არის საზოგადოებრივი მომსახურების ობიექტები: ავტოგასამართი სადგური, ბენზინგასამართი სადგური,  აფთიაქი, სილამაზის სალონი, ბანკი/ვალუტის გადასახურდავებელი სალაროები.


დიკლო

2 დღე
28 კმ
მარშრუტი: მარშრუტი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და გაივლის სოფლებს - ომალოს, შენაქოს, აგეურთას და მთავრდება სოფელ დიკლოში
ღირსშესანიშნაობები: შენაქო,დიკლო,აგუერთა
სეზონი:
ზაფხული შემოდგომა
სირთულის დონე: მარტივი

დღე1

ვიზიტორთა ცენტრი - სოფელი ომალო- სოფელი შენაქო - სოფელი დიკლო

მარშრუტი ომალოდან იწყება სამანქანო გზით, რომელიც პირიქითა ალაზნის ნაპირთან ჩადის. შემდეგ გადის სოფელ შენაქოზე და მიემართება სოფელ დიკლოსაკენ. მარშრუტის ცხენით გავლა შესაძლებელია ერთ დღეში. ლანდშაფტებისა და სოფლების დინჯად დათვალიერებისათვის რეკომენდებულია მოგზაურობა ღამის თევით. შენაქო თუშეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია ვიწრო ქუჩებითა და ძველი სახლებით. აქვე არის ისტორიული ლუდის სახარში, სადაც ვიზიტორებს ლუდის დაგემოვნების საშუალება ეძლევათ.

შენაქოდან მარშრუტი მიემართება სოფელ დიკლოსაკენ. XIX საუკუნემდე სოფელი დიკლო ციცაბო კლდეზე, ამჟამინდელი დიკლოდან ორ კილომეტრში მდებარეობდა, რომელიც დაღესტნელების შემოსევის შედეგად განადგურდა. სოფელ დიკლოში ფუნქციონირებს საოჯახო სასტუმროები, სოფლის მახლობლად შესაძლებელია კარვების გაშლა. ბილიკზე მოგზაურობისას არ არის გამორიცხული ნიამორების ნახვა, რადგან მარშრუტი ამ ცხოველის საბინადრო ადგილებს გაივლის.

აღმოაჩინე თავგადასავლები

დღე2

სოფელი დიკლო - აგეურთა - თხილოვანი - სოფელი ქვემო ომალო/ვიზიტორთა ცენტრი

ძველი დიკლოს ნანგრევები; შთამბეჭდავი ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტები; კავკასიონის მთები და აგეურთის ციხის ნანგრევები. ფრინველთა მრავალფეროვნება, ტრადიციული ლუდსახარშის ნახვისა და ლუდის დაგემოვნების შესაძლებლობა.

ბილიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდი - 577 10 18 92

კომენტარები

მოგონებები

მოგონებები
1 2 3
ყველას ნახვა

მსგავსი ტურები

ვიზიტორთა ცენტრი

1 დღე
პანორამული გადასახედი ფიჭვის ტყე

კესელო-ქუე

1 დღე
სოფელი ომალო კესელო ეთნოგრაფიული მუზეუმი

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა