ჩემს გარშემო
გამოგვყევი

2018-03-09

ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით,  ღორი ტაბუირებული ცხოველია თუშეთში. ამიტომ მისგან დამზადებული საკვები პროდუქტის ატანა და ჭამა თუშეთის ტერიტორიაზე მიუღებელია ადგილობრივებისათვის და აღიქმება მათი წეს-ჩვეულებების უპატივცემულობად.

2018-03-09

ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით თუშეთში არსებული ჯვარ-ხატების ტერიტორიებზე მანდილოსნების (დედათა წესის ასაკის) შესვლა არ შეიძლება.

2018-03-09

თუშეთში არ არის საზოგადოებრივი მომსახურების ობიექტები: ავტოგასამართი სადგური, ბენზინგასამართი სადგური,  აფთიაქი, სილამაზის სალონი, ბანკი/ვალუტის გადასახურდავებელი სალაროები.


×

თუშური ხელოვნება და სამზარეულო

თუშური წინდების, ჩითების, ფარდაგების ქსოვისა და თექის თელვის ტრადიცია დღესაც ცოცხალია და დიდი პოპულარობით სარგებლობს ვიზიტორებს შორის. იგი მთლიანად ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან  -  თუშური ცხვრის მატყლისაგან მზადდება. მამაკაცები ამზადებენ ოჯახისათვის საჭირო ავეჯსა და ჭურჭელს, შემკულს ადგილობრივი ორნამენტული მოტივებით. მამაკაცები ამზადებდნენ აგრეთვე სალამურებსა და ფანდურებს, რაც მე-19 საუკუნეში შემოსულმა საკრავმა გარმონმა შეავიწროვა. ქალებმა გარმონის მუსიკალურ შესაძლებლობებს ისე ვირტუოზულად შეუთავსეს თუშური მელოდიები, რომ ეს უცხო ინსტრუმენტი საბოლოოდ გაითავისეს, დახვეწეს და მივიღეთ ე.წ.  ,,თუშური გარმუნი“.  თუშეთის ისტორიული ბედის სიმძიმემ განაპირობა სასიმღერო მელოდიების მინორული ტონალობა, განსხვავებით საცეკვაო მელოდიებისაგან, რომელიც ხასიათდება  მაჟორული ჟღერადობითა და ცხოვრების ბედუკუღმართობისადმი შეუპოვრობის გამოხატულებით.

სამთო ტურიზმის მოყვარულებს შორის განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს თუშური ტრადიციული სამზარეულო, რადგანაც მისადაგებულია მაღალმთიან კლიმატურ-გეოგრაფიულ პირობებსა და მგზავრული ცხოვრების წესთან. თუშური სამზარეულო ეფუძნება ადგილობრივი მეურნეობისა და ბუნებრივი გარემოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. თუშები  შესანიშნავად იცნობდნენ ველური მცენარეების საკვებ და სამკურნალო თვისებებს. მიუხედავად თუშურ სამზარეულოში ხორცის და რძის პროდუქტების უპირატესობისა, მათ აქვთ როგორც კულტურული, ასევე ველური მცენარეულობისაგან კერძების დამზადების ტრადიცია. რომ ჩაწვდეთ მის საიდუმლოს, აუცილებლად დააგემოვნეთ ხინკალი, თუშური ხაჭაპური - ,,კოტორი“,  თუშური ლუდი - ,,ალუდი“, რომელიც ადგილობრივ დღესასწაულებზე ყოველთვის იხარშება, სამკურნალო ბალახებისაგან დამზადებული სხვადასხვა არომატული ჩაი, განსაკუთრებით ბექთქონდარას ჩაი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ვიზიტორებში.


ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა