ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით, ღორი ტაბუირებული ცხოველია თუშეთში. ამიტომ მისგან დამზადებული საკვები პროდუქტის ატანა და ჭამა თუშეთის ტერიტორიაზე მიუღებელია ადგილობრივებისათვის და აღიქმება მათი წეს-ჩვეულებების უპატივცემულობად.
ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით თუშეთში არსებული ჯვარ-ხატების ტერიტორიებზე მანდილოსნების (დედათა წესის ასაკის) შესვლა არ შეიძლება.
თუშეთში არ არის საზოგადოებრივი მომსახურების ობიექტები: ავტოგასამართი სადგური, ბენზინგასამართი სადგური, აფთიაქი, სილამაზის სალონი, ბანკი/ვალუტის გადასახურდავებელი სალაროები.
საოჯახო სასტუმრო „კრუისკარი“
მისამართი: სოფელი დოჭუ
საკონტაქტო პირი: უსუფი თორღვაიძე
ტელეფონი: +995 599 28 56 47; +995 599 28 56 47
სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 8 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 21 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია.
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა