ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით, ღორი ტაბუირებული ცხოველია თუშეთში. ამიტომ მისგან დამზადებული საკვები პროდუქტის ატანა და ჭამა თუშეთის ტერიტორიაზე მიუღებელია ადგილობრივებისათვის და აღიქმება მათი წეს-ჩვეულებების უპატივცემულობად.
ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით თუშეთში არსებული ჯვარ-ხატების ტერიტორიებზე მანდილოსნების (დედათა წესის ასაკის) შესვლა არ შეიძლება.
თუშეთში არ არის საზოგადოებრივი მომსახურების ობიექტები: ავტოგასამართი სადგური, ბენზინგასამართი სადგური, აფთიაქი, სილამაზის სალონი, ბანკი/ვალუტის გადასახურდავებელი სალაროები.
საოჯახო სასტუმრო „ჯიქი“
მისამართი: სოფელი ჭეშო
საკონტაქტო პირი: ელდინო ჯანგულაშვილი
ტელეფონი: +995 599 58 58 39; +995 599 58 58 39
სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 10 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 22 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია.
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა