ჩემს გარშემო
გამოგვყევი

2018-03-09

ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით,  ღორი ტაბუირებული ცხოველია თუშეთში. ამიტომ მისგან დამზადებული საკვები პროდუქტის ატანა და ჭამა თუშეთის ტერიტორიაზე მიუღებელია ადგილობრივებისათვის და აღიქმება მათი წეს-ჩვეულებების უპატივცემულობად.

2018-03-09

ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით თუშეთში არსებული ჯვარ-ხატების ტერიტორიებზე მანდილოსნების (დედათა წესის ასაკის) შესვლა არ შეიძლება.

2018-03-09

თუშეთში არ არის საზოგადოებრივი მომსახურების ობიექტები: ავტოგასამართი სადგური, ბენზინგასამართი სადგური,  აფთიაქი, სილამაზის სალონი, ბანკი/ვალუტის გადასახურდავებელი სალაროები.


ადგილები რომლებიც უნდა ნახო

ნასოფლარი აგეურთა

ნასოფლარი აგეურთა (XVII-XVIII სს) - მდებარეობს ჩაღმის ხეობაში, სოფელ ქვემო ომალოდან 9 კმ-ის მოშორებით. ომალოდან შენაქომდე (8 კმ) შესაძლებელია როგორც ფეხით, ასევე ორხიდიანი მანქანით მისვლა. შენაქოდან აგეურთამდე მიემართება საფეხმავლო ბილიკი.
ილიურთის ეკლესია (XIX ს) - მდებარეობს გომეწრის ხეობაში, სოფელ ილიურთაში, სოფელ ქვემო ომალოდან 23 კმ-ის მოშორებით. სოფელ ილიურთაში მისვლა შესაძლებელია როგორც ორხიდიანი მანქანით, ასევე ფეხით.

კომენტარები

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა