ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით, ღორი ტაბუირებული ცხოველია თუშეთში. ამიტომ მისგან დამზადებული საკვები პროდუქტის ატანა და ჭამა თუშეთის ტერიტორიაზე მიუღებელია ადგილობრივებისათვის და აღიქმება მათი წეს-ჩვეულებების უპატივცემულობად.
ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით თუშეთში არსებული ჯვარ-ხატების ტერიტორიებზე მანდილოსნების (დედათა წესის ასაკის) შესვლა არ შეიძლება.
თუშეთში არ არის საზოგადოებრივი მომსახურების ობიექტები: ავტოგასამართი სადგური, ბენზინგასამართი სადგური, აფთიაქი, სილამაზის სალონი, ბანკი/ვალუტის გადასახურდავებელი სალაროები.
სოფელ წაროს არქიტექტურული კომპლექსი და წაროს აკლდამა-საყდრები (შუა საუკუნეები) - მდებარეობს წოვათის თემში. სოფელ ქვემო ომალოდან წარო მდებარეობს 28 კმ-ის მოშორებით. წარომდე მისვლა შესაძლებელია როგორც ორხიდიანი მანქანით, ასევე ფეხით. წაროში მოსახვედრად ვიზიტორმა უნდა გაიაროს გომეწრის ხეობა.
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა