ჩემს გარშემო
გამოგვყევი

2018-03-09

ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით,  ღორი ტაბუირებული ცხოველია თუშეთში. ამიტომ მისგან დამზადებული საკვები პროდუქტის ატანა და ჭამა თუშეთის ტერიტორიაზე მიუღებელია ადგილობრივებისათვის და აღიქმება მათი წეს-ჩვეულებების უპატივცემულობად.

2018-03-09

ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით თუშეთში არსებული ჯვარ-ხატების ტერიტორიებზე მანდილოსნების (დედათა წესის ასაკის) შესვლა არ შეიძლება.

2018-03-09

თუშეთში არ არის საზოგადოებრივი მომსახურების ობიექტები: ავტოგასამართი სადგური, ბენზინგასამართი სადგური,  აფთიაქი, სილამაზის სალონი, ბანკი/ვალუტის გადასახურდავებელი სალაროები.


დოჭუ

2 დღე
29 კმ
მარშრუტი: სოფელი ომალო - სოფელი ხახაბო - სოფელი გოგრულთა - სოფელი დოჭუ - გოგორათა - ღელე - სოფელი ომალო (ვიზიტორთა ცენტრი)
ღირსშესანიშნაობები: ხახაბო, გოგრულთა, დოჭუ და ბოჭორნა, ფიჭვის ტყეები, ალპური მდელოები, ნიამორებზე დაკვირვება
სეზონი:
ზაფხული შემოდგომა
სირთულის დონე: საშუალო

დღე1

ომალო-ხახაბო-გოგრულთა-დოჭუ. დაახლოებით 12 კმ. საშუალოდ 6-7 სთ.

ომალოს “საძახებელი გორიდან” ეშვება მიხვეულ-მოხვეული ბილიკი ხახაბოს ჭალაში, საცალფეხო ხიდით გადის გომეწრის ალაზანზე და შეუყვება ციცაბო აღმართს სოფელ ხახაბოსაკენ. ხახაბოდან საცალფეხო ბილიკს კეხის გადასასვლელისაკენ მივყავართ, საიდანაც ხელისგულივით იშლება გომეწრის ჭანჭახოვანის და ჩაღმის ხეობები, თუშური სოფლები.

კეხიდან ბილიკი ეშვება ფოთლოვან ტყეში, გადადის ორწყლის ხიდზე და შეუყვება გოგრულთისაკენ. გოგრულთა საალმის მთის აღმოსავლეთის კონცხზე მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი სამუშაოების დროს აქ აღმოაჩინეს V საუკუნის სამარხები. გოგრულთიდან  ბილიკი ეშვება დოჭუს ჭალაში. დოჭუ გაშენებულია კლდის ქიმზე. სხვა სოფლებისაგან გამოირჩევა სამსართულიანი აივნიანი სახლებით.

ღამისთევა შესაძლებელია კარავში ან საოჯახო სასტუმროში სოფელ დოჭუში.

დღე2

დოჭუ - გოგორათა - ომალო. დაახლოებით 17 კმ. საშუალოდ 6-7 სთ.

დოჭუდან ბილიკი ზემოთ კვეთს გომეწრის სამანქანო გზას და აუყვება სახეოს ალპურ ზონას. სახეოდან ბილიკი მიემართება აღმოსავლეთის მიმართულებით, სამარხილე გზაზე, გოგორათის გორებისაკენ და ჩადის ღელეზე. გომეწარ-პირიქითას წყალგამყოფი ქედიდან ხელისგულივით იშლება პირიქითას, ჩაღმისა და გომეწრის ხეობები. ღელედან ბილიკი მიდის ქვემო ომალოსაკენ და ადის ჯერ ზემო ომალოს პლატოზე და შემდეგ ეშვება ქვემო ომალოში. მარშრუტზე სასმელი წყალი უხვადაა.


ბილიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდი - 577 10 18 92

კომენტარები

მოგონებები

მოგონებები
1 2 3
ყველას ნახვა

მსგავსი ტურები

ვიზიტორთა ცენტრი

1 დღე
პანორამული გადასახედი ფიჭვის ტყე

კესელო-ქუე

1 დღე
სოფელი ომალო კესელო ეთნოგრაფიული მუზეუმი

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა