ჩემს გარშემო
გამოგვყევი

2018-03-09

ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით,  ღორი ტაბუირებული ცხოველია თუშეთში. ამიტომ მისგან დამზადებული საკვები პროდუქტის ატანა და ჭამა თუშეთის ტერიტორიაზე მიუღებელია ადგილობრივებისათვის და აღიქმება მათი წეს-ჩვეულებების უპატივცემულობად.

2018-03-09

ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით თუშეთში არსებული ჯვარ-ხატების ტერიტორიებზე მანდილოსნების (დედათა წესის ასაკის) შესვლა არ შეიძლება.

2018-03-09

თუშეთში არ არის საზოგადოებრივი მომსახურების ობიექტები: ავტოგასამართი სადგური, ბენზინგასამართი სადგური,  აფთიაქი, სილამაზის სალონი, ბანკი/ვალუტის გადასახურდავებელი სალაროები.


ორეთის ტბა

2 დღე
22 კმ
მარშრუტი: სოფელი ომალო - ორეთის ტბა - სოფელი ომალო; გასავლელი მანძილი - 22 კმ
ღირსშესანიშნაობები: სოფელი ომალო,ორეთის ტბა,კავკასიური როჭო,ულამაზესი ხედები
სეზონი:
ზაფხული შემოდგომა
სირთულის დონე: საშუალო

დღე1

ვიზიტორთა ცენტრი - ქუმელაურთა - ორეთის ტბა. დისტანცია 11 კმ.

მარშრუტი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და მიუყვება სამანქანო გზას სოფელ ქუმელაურთამდე. ქუმელაურთიდან საფეხმავლო ბილიკი ადის ორეთის ტბაზე, საიდანაც თუშეთის ულამაზესი ხედები იშლება. ქუმელაურთის შემდეგ, ბილიკზე წყაროები აღარ გვხვდება, ამიტომ აუცილებელია წყლის მომარაგება. ბილიკზე მოძრაობისას შესაძლებელია წააწყდეთ მტაცებლების (დათვი, მგელი და ფოცხვერი) კვალს.


ცხენით ორეთის ტბამდე მისვლა და ომალოში დაბრუნება შესაძლებელია ერთ დღეში. ფეხით ლაშქრობის შემთხვევაში, რეკომენდირებულია ღამის გათევა ორეთის ტბაზე, ტბასთან ახლოს არის წყარო და საკარვე ადგილი. 



დღე2

ორეთის ტბა - ქუმელაურთა - ვიზიტორთა ცენტრი; დისტანცია 11 კმ.

ორეთის ტბის მიდამოებიდან იშლება ულამაზესი ხედები, საიდანაც მოჩანს თითქმის მთელი თუშეთი. ორეთის ტბის მიდამოებში ორი ენდემური სახეობა - კავკასიური როჭო და კავკასიური შურთხი ბინადრობს. ეს ფრინველები, ჩვეულებრივ, საღამოს და დილის საათებში აქტიურობენ და მათი დანახვა და მოსმენა ამ დროს არის შესაძლებელი.


ბილიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდი - 577 10 18 92

კომენტარები

მოგონებები

მოგონებები
1 2 3
ყველას ნახვა

მსგავსი ტურები

ვიზიტორთა ცენტრი

1 დღე
პანორამული გადასახედი ფიჭვის ტყე

კესელო-ქუე

1 დღე
სოფელი ომალო კესელო ეთნოგრაფიული მუზეუმი

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა