ჩემს გარშემო
გამოგვყევი

2018-03-09

ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით,  ღორი ტაბუირებული ცხოველია თუშეთში. ამიტომ მისგან დამზადებული საკვები პროდუქტის ატანა და ჭამა თუშეთის ტერიტორიაზე მიუღებელია ადგილობრივებისათვის და აღიქმება მათი წეს-ჩვეულებების უპატივცემულობად.

2018-03-09

ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით თუშეთში არსებული ჯვარ-ხატების ტერიტორიებზე მანდილოსნების (დედათა წესის ასაკის) შესვლა არ შეიძლება.

2018-03-09

თუშეთში არ არის საზოგადოებრივი მომსახურების ობიექტები: ავტოგასამართი სადგური, ბენზინგასამართი სადგური,  აფთიაქი, სილამაზის სალონი, ბანკი/ვალუტის გადასახურდავებელი სალაროები.


სიყვარულის ციხე

1 დღე
8 კმ
მარშრუტი: მარშრუტი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და 1.5 კმ მანძილზე შენაქოსკენ მიმავალ სამანქანო გზას მიუყვება.
ღირსშესანიშნაობები: ომალო,სიყვარულის ციხე,შენაქო
სეზონი:
ზაფხული
სირთულის დონე: საშუალო

დღე1

მთავარი ღირსშესანიშნაობები: სოფელ ომალოს გარშემო არსებული ხედები, შერეული ტყის ჰაბიტატი, ფრინველთა მრავალფეროვნება, სიყვარულის ციხე (როგორც თუშური გადმოცემებიდან ცნობილია, ვინც ამ ადგილას სიყვარულთან დაკავშირებულ სურვილს ჩაიფიქრებს, აუცილებლად შეუსრულდება

მარშრუტი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და დაახლოებით 1.5 კმ მანძილზე შენაქოსკენ მიმავალ სამანქანო გზას მიუყვება, რომელსაც  საცალფეხო ბილიკი უერთდება და ეშვება  პირიქითის ალაზანთან და დაკიდებული ხიდის მეშვეობით გადადის მის მეორე მხარეზე. აქედან კი დაახლოებით 50 მეტრში ბილიკი მარცხნივ უერთდება სიყვარულის ციხისკენ მიმავალ ბილიკს. მარშრუტზე მოძრაობისას შესაძლებელია  ნიამორებსა და ფრინველებზე დაკვირვება. იგივე გზით ბრუნდებით ვიზიტორთა ცენტრში.


ბილიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 577 10 18 92

კომენტარები

მოგონებები

მოგონებები
1 2 3
ყველას ნახვა

მსგავსი ტურები

ვიზიტორთა ცენტრი

1 დღე
პანორამული გადასახედი ფიჭვის ტყე

კესელო-ქუე

1 დღე
სოფელი ომალო კესელო ეთნოგრაფიული მუზეუმი

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა