ჩემს გარშემო
გამოგვყევი

მიჯნისყურე - შავი მთა

2 დღე
220 კმ
მარშრუტი: მარშრუტი იწყება ქ. დედოფლისწყაროდან და მიემართება ვაშლოვანის ცენტრალური შესასვლელისკენ. უსახელოს გადასახედის გავლით ეშვება მიჯნისყურეში. ცენტრალურ შესასვლელიდან გზა იმედას ხეობისაკენ მიდის და უახლოვდება შავი მთის ტყეებს. აქედან იწყება საფეხმავლო მარშრუტი
ღირსშესანიშნაობები: შავი მთის დედათა მონასტრის ნაშთები, ჰერეთის ფონი, სპორტული თევზაობა, უსახელოს გადასახედი
სეზონი:
ზამთარი გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
სირთულის დონე: რთული

დღე1

მარშრუტი იწყება ქ. დედოფლისწყაროდან და მიემართება ვაშლოვანის ცენტრალური შესასვლელისკენ. უსახელოს გადასახედის გავლით ეშვება მიჯნისყურეში.

პანტიშარის ხეობიდან გზა ნაკრძალის საზღვარს მიუყვება და ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ორი ლანდშაფტის მიჯნას წარმოადგენს: გზის მარცხენა მხარეს მოჩანს ქსეროფიტული ბალახეულობით დაფარული, ნაზი კონტურების მქონე ნაგომრების ქედი, ხოლო მარჯვენა მხარეს – გზიდან 50-70 მეტრის ქვემოთ, ციცაბო ფერდობებით გამოყოფილი, არიდული ტყით დაფარული და ღრმა ხეობებით დაქსელილი ვაშლოვანის ნაკრძალი. აქვეა მოწყობილი გადასახედი. გადასახედიდან გზა ქედის თხემს მიუყვება, გაივლის ვაშლოვანის დაცვის სადგურს და ეშვება ჩიღოელთ ხევში, რომლის ნათელი ტყით დაფარული ფერდობები გაზაფხულობით სავსეა ულამაზესი კვირიონებით, ყაპყაპებით და მოლაღურებით. აქედან გზა ნათლისწყლის ხეობაში გადადის.

ხეობაში წყალი მუდმივად არის, თუმცა ზოგ ადგილზე ის მიწისქვეშ მიედინება, ზოგან კი მიწის ზემოთ ამოდის და წვრილი ფრინველების საყვარელ თავშეყრის ადგილს ქმნის. სწორედ ასეთ ადგილზე მდებარეობს სასაზღვრო პუნქტი, რომლის გავლის შემდეგ გზა კაკბებით მჭიდროდ დასახლებული „უსახელო“-ს გადასახედისკენ მიემართება, საიდანაც მოსჩანს ბედლენდების ვრცელი მასივი, რომელსაც “ალესილებს” უწოდებენ. გადასახედიდან გზა თანდათან ქვემოთ ეშვება და ალაზნის ჭალაში ჩადის. ღამის გათევა ადგილზე არსებულ ღამის სათევებში არის შესაძლებელი. 

დღე2

შავ მთაზე მოსახვედრად საჭიროა ვაშლოვანის ეროვნული პარკის ცენტრალურ შესასვლელამდე მისვლა, საიდანაც გზა იმედას ხეობისაკენ მიდის და უახლოვდება შავი მთის ტყეებს. აქედან იწყება საფეხმავლო მარშრუტი შავი მთის დედათა მონასტრის ნანგრევებისკენ. შავი მთის დაცვის სად

მეორე დღეს ტური მიემართება შავი მთისკენ. სადაც საჭიროა ვაშლოვანის ეროვნული პარკის შესასვლელამდე მისვლა. იქიდან გზა იმედას ხეობაზე გადის და უახლოვდება კოლხური ხოხბის საბინადრო – შავი მთის ტყეებს. აქვეა საპიკნიკე და სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია საფეხმავლო მარშრუტით შავი მთის მონასტრამდე მისვლა.

ბილიკი პატარა ქედის თხემზე გადის, რომლის მარცხენა მხარეს ფართოფოთლოვანი ტყე მოჩანს, ხოლო მარჯვნივ ალაზნის ველი და მინგეჩაურის წყალსაცავი. ბილიკი ძველი მონასტრის ადგილზე წყდება, სადაც IV-V საუკუნის ტაძრის იატაკის და საძირკვლის მხოლოდ ნაშთებია შემორჩენილი. კარგი ამინდის შემთხვევაში, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც აორთქლება ნაკლებია და ჰაერი გაწმენდილია, შესაძლებელია კავკასიონის ქედის დანახვა.

ბილიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 577 10 18 49

აღმოაჩინე თავგადასავლები

კომენტარები

მსგავსი ტურები

არწივის ხეობა

1 დღე
ხორნაბუჯის ციხე ელიას მთა.

პანტიშარა - დათვისხევი

1 დღე
მერცხლების ქალაქი ალესილები განამარხებული ფლორა განამარხებული ფაუნა.

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა