ჩემს გარშემო
გამოგვყევი

ტახტი-თეფას ტალახის ვულკანი

1 დღე
110 კმ
მარშრუტი: სამანქანო, საშუალო სირთულის
ღირსშესანიშნაობები: ტახტი-თეფას ვულკანი,დალის მთა.
სეზონი:
ზამთარი გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
სირთულის დონე: საშუალო

დღე1

მარშრუტი იწყება დედოფლისწყაროდან და მიემართება დალის მთის წყალსაცავისაკენ. შემდეგ გრძელდება ტახტი-თეფას ტალახის ვულკანისკენ.

არაორგანული ბუნების ეს ძეგლი დალის მთის მახლობლად მდებარეობს და განსხვავებულია ყველაფრისგან, რისი ნახვაც კი საქართველოში შეიძლება. ამ ტალახოვანი ვულკანის მნახველს ისეთი შეგრძნება ეუფლება, რომ არათუ სხვა ქვეყანაში, არამედ სხვა პლანეტაზე მოხვდა.

ვულკანი მოთეთრო, ბრტყელთხემიანი ბორცვია, რომელიც გამუდმებით ფეთქავს და თუხთუხებს. სასუნთქებიდან და კრატერებიდან მუდმივად ინთხევა და ჟონავს სამკურნალო თვისებების მქონე აირი, ნავთობი და ტალახი.

ზედაპირზე გვხვდება სხვადასხვა ჰალოპიტის ცალკეული წარმომადგენლები: Kalidium caspicum, Suaeda sp. Petrosimonia brachiata, Gamenthus pilosus, Limonium meyeri, და სხვა, მაშინ, როდესაც ვულკანის ფერდობები დაფარულია ნახევრად უდაბნოს ფიტოცენოზებით.

აღმოაჩინე თავგადასავლები

კომენტარები

მსგავსი ტურები

არწივის ხეობა

1 დღე
ხორნაბუჯის ციხე ელიას მთა.

პანტიშარა - დათვისხევი

1 დღე
მერცხლების ქალაქი ალესილები განამარხებული ფლორა განამარხებული ფაუნა.

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა