ჩემს გარშემო
გამოგვყევი

კაკლისყურე - ალაზნის ჭალა

1 დღე
150 კმ
მარშრუტი: მარშრუტი იწყება დედოფლისწყაროდან და მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით და გაივლის სოფლებს ზემო ქედი, არხილოს კალო, ქვემო ქედი
ღირსშესანიშნაობები: ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლი
სეზონი:
ზამთარი გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
სირთულის დონე: საშუალო

დღე1

მარშრუტი იწყება დედოფლისწყაროდან და მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით და გაივლისსოფლებს ზემო ქედი, არხილოს კალო, ქვემო ქედი.

კაკლის ყურე წარმოადგენს ნახევარკუნძულის ფორმის მქონე მდინარე ალაზანში შეჭრილ ყურეს. მისი ყელის სიგანე 30-40 მეტრს არ აღემატება, ხოლო ფართობი 204-ჰა-ზე მეტია. სადღეისოდ სრულყოფილად, მხოლოდ ამ ყურეშია შემორჩენილი ალაზნის ხეობისათვის დამახასიათებელი ლეშამბოიანი ჭალის ტყეები, რომელიც ფლორისტულად ძალიან მდიდარია. საქართველოში მხოლოდ ამ ყურეშია კაკლის ბუნებრივი ვრცელი ჰაბიტატი, სადაც გიგანტური იფნების, ჭალის მუხებისა და თელების მხოლოდ ერთეული ეგზემპლარები შემორჩა. სახელწოდება ,,კაკლის ყურეც" აქედან უნდა მომდინარეობდეს.

ალაზნის ჭალის დათვალიერების შემდეგ შესაძლებელია წახემსება საპიკნიკე ადგილას და დედოფლისწყაროში დაბრუნება. გზა ჯერ თხემს მიუყვება, სადაც აპრილის თვეში შესაძლებელია ველის იორდასალამით მოფენილი ფერდობების ნახვა, შემდეგ შედის სოფლებში – ქვემო ქედში, არხილოსკალოსა და ზემო ქედში, გადაკვეთს შირაქის ველს და ბრუნდება დედოფლისწყაროში.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 577 10 18 49

აღმოაჩინე თავგადასავლები

კომენტარები

მსგავსი ტურები

არწივის ხეობა

1 დღე
ხორნაბუჯის ციხე ელიას მთა.

პანტიშარა - დათვისხევი

1 დღე
მერცხლების ქალაქი ალესილები განამარხებული ფლორა განამარხებული ფაუნა.

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა